მთავარი პროდუქტი 4wd Team სიახლეები ფოტო გალერეა ჩვენს შესახებ კონტაქტი კატალოგი

ჩვენი მაღაზია 4wd shop ავტომოყვარულების მიერაა ჩამოყალიბებული. ჩვენ ვიცით და ვაფასებთ ხარისხიან ატრიბუტიკასა და ნაწილებს.

ყოველი დეტალი, რომელიც შეგიძლიათ ჩვენს მაღაზიაში შეიძინოთ დატესტილია, ხოლო მათი აუცილებლობა და ხარისხი ჩვენს მიერ შესწავლილია.

4wd shop ითვალისწინებს ექსტრემალურ თუ უსაფრთხო გადაადგილების ყველა პრინციპს და გთავაზობთ თქვენი 4x4 ავტომობილის აღჭურვისათვის საუკეთესო გადაწყვეტილებას.

ჩვენთან შეძენილი ნებისმიერი პროდუქტის გარანტია გახლავთ მისივე ხარისხი.

4wd shop-ში ასევე შეგიძლიათ მიიღოთ კონსულტაცია იმის შესახებ, თუ როგორ მოამზადოთ თქვენი მანქანა - ექსტრემალური შეჯიბრებების, სამონადირეო, საექსპედიციო თუ ძალიან რთული ოფფ-როად მარშრუტებისათვის.

სხვა ვერც ერთ მაღაზიაში თქვენ ვერ გაგიწევენ კონსულტაციას ისე როგორც ჩვენთან.

ჩვენმა გუნდმა იცის თუ რა შესაძლებლობები აქვს 4x4 მანქანებს და როგორ შეიძლება გამოიყენოთ თქვენი ავტომობილის მოცემულობა ოპტიმალურად.

ჩვენი გამოცდილება 4x4 ავტომობილებისა და ავტოსპორტის სფეროში 6 წელიწადზე მეტს ითვლის.