USD
GEL

ჩვენ შესახებ

კომპანია 4WD დაარსდა 2007 წელს, პროფესიონალი ოფროუდერების მიერ.
ჩვენი გუნდი შედგება ადამიანებისგან, რომლებსაც აქვთ დიდი გამოცდილება და ცოდნა თუ როგორ უნდა მომზადდეს ავტომობილი ექსტრემალურ პირობებში მოსახმარად და როგორ უნდა შეირჩეს კონკრეტული ავტომობილისთვის ესა თუ ის დამატებითი აქსესუარი და სპეც აღჭურვილობა.
ჩვენი კომპანია ოფიციალურად წარმოადგენს მსოფლიოში მოწინავე პრემიუმ კლასის ისეთ ბრენდებს, როგორიცაა: MAXXIS, ARB, U-POL, RAPTOR, IRONMAN4x4, RACECHIP, SILVERSTONE, OME, SAFARI და სხვა.
ჩვენ ვცდილობთ გავხადოთ 4x4-ზე ავტომობილები უსაფრთხო, კომფორტული და საიმედო, ექსტრემალური უგზოობის პირობებში გადასაადგილებლად. 
ჩვენი კომპანია მხარს უჭერს საქართველოში სპორტული ოფროუდის განვითარებას და იღებს მონაწილეობას სხვადასხვა საერთაშორისო დონის ოფროუდ ღონისძიებების დაგეგვმაში და ორგანიზებაში.
ჩვენ ვცდილობთ ავამაღლოთ საზოგადოებაში 4x4 ზე ავტომობილებით მოგზაურობის კულტურა და შევაყვაროთ ადამიანებს OVERLANDING-ი, რაც გულისხმობს ავტომობილით მოგზაურობას, ველურ ბუნებაში დაბანაკებას და საველე პირობებში ცხოვრებას.
ჩვენი მიზანია წარმოვაჩინოთ საქართველო, როგორც 4x4 ექსტრემალური ტურიზმის საუკეთესო ადგილი მსოფლიოში და მაქსიმალურად ვცდილობთ მის პოპულარიზაციას საქართველოს ფარგლებს გარეთ.